ავტორი:

დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ - ვინ არიან ბრალდებულები და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ - ვინ არიან ბრალდებულები და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს დიდ ბრიტანეთში ბრალს წაუყენებენ. ორლინ როსევი, ბიზერ ჯამბაზოვი, კატრინ ივანოვა, ივან სტოიანოვი და ვანია გაბეროვა მომდევნო სამშაბათს ვესტმინსტერის სასამართლოში წარსდგებიან.

ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან და ბრალად ედებათ ინფორმაციის შეგროვება და რუსეთისთვის გადაცემა. სამართალდამცველების ცნობით, ჯაშუშური საქმიანობით ისინი 2020 წლის აგვისტოდან, 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში იყვნენ დაკავებულნი..

  • გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მუშაობდნენ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოპერატიულ ჯაშუშურ ქსელში და ეს სამუშაო მოიცავდა კონკრეტულ სამიზნეებზე მეთვალყურეობას. მათ ბრალად ედებათ დიდ ბრიტანეთს და ევროპაში აქტიურ ოპერაციებზე მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემა.

პოლიციის ოფიცრებმა აღმოაჩინეს მათი ყალბი პასპორტები და პირადობის მოწმობები. მათ ჰქონდათ ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტები.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ დიდ ბრიტანეთში, მუშაობდნენ სხვადასხვა სამუშაოებზე, ჰქონდათ არაერთი უძრავი ქონება ბრიტანეთის ქალაქების გარეუბნებში.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს რუსევი ხელმძღვანელობდა, რომელსაც რუსეთში საქმიანი გარიგებების ისტორია აქვს. ის 2009 წელს საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში და სამი წელი ფინანსური სერვისების ტექნიკურ სამსახურში მუშაობდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე