ავტორი:

ერთი რამ, რასაც კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი შვილებთან ურთიერთობისას აკეთებენ - ლეგენდარული სპორტსმენების აღზრდის მეთოდი

ერთი რამ, რასაც კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი შვილებთან ურთიერთობისას აკეთებენ - ლეგენდარული სპორტსმენების აღზრდის მეთოდი

გამოცემა OLGA-სთან საუბარში "ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ მის შვილებს სმარტფონის გამოყენების უმკაცრესი წესების დაცვას ავალდებულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლეოს ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამის იმიჯი აქვს, კონკრეტულ საკითხებში ნამდვილი ტირანია.

"მესენჯერებში ემოჯებს არასდროს ვიყენებ. ჩემს არცერთ შვილს ჯერჯერობით არ აქვს ტელეფონი. ვოისებს არ ვგზავნი, ტექსტს ვამჯობინებ", - ამბობს მესი.

სმარტფონებზე ასეთივე დამოკიდებულება აქვს კრიშტიანუ რონალდუსაც. ის დღემდე არ ყიდულობს უფროსი შვილისთვის ტელეფონს.

"ჩემ უფროს შვილს მალე 12 წელი შეუსრულდება, ყოველ ჯერზე მეკითხება:

"მამა, შეიძლება ტელეფონი, შეიძლება ტელეფონი?“ მე ვპასუხობ: "კრიშტიანუ, შენ წინ ბევრი დრო გაქვს“. მე ვიცი, რომ ახალგაზრდა თაობა თავის ასაკს ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს და ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეს უპირატესობა გამოვიყენოთ, თუმცა ტექნოლოგიებზე არ უნდა ჩავიციკლოთ. უნდა მივცეთ ტელეფონი, თუმცა განსაზღვრული დროით და არა მუდმივად. ვფიქრობ, ესაა მთავარი“, - ამბობს ლეგენდარული ფეხბურთელი.

ავტორი: ანრი კურტანიძე