პოპულარული სერიალის Euphoria-ს ვარსკვლავის, 25 წლის ანგუს კლაუდის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. გამოძიებით დადგინდა, რომ ანგუს კლაუდი ფენტანილის, კოკაინის, მეტამფეტამინისა და სხვა ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის მსახიობი გასულ ზაფხულს ივლისში გარდაიცვალა.
"გარდაიცვალა მწვავე ინტოქსიკაციით მეტამფეტამინის, კოკაინის, ფენტანილისა და ბენზოდიაზეპინის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად“, - ნათქვამია დასკვნაში.
ცნობისთვის, სერიალ Euphoria-ს ვარსკვლავი, ფესკოს როლის შემსრულებელი ანგუს კლაუდი, ოუკლენდში, კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ოჯახის განცხადებით, ანგუსმა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მამა დაკრძალა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარიც იყო. "მსახიობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ერთადერთი, რაც გვამხნევებს, იმის ცოდნაა, რომ ანგუსი ახლა მამასთან ერთად იქნება", - ნათქვამი იყო ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

GQ-სთან 2019 წლის ინტერვიუში ანგუსმა ისაუბრა, რომ მას ვარსკვლავად, ან თუნდაც მსახიობად გახდომის მისწრაფება არ ჰქონია. ის ვაფლის სახლში მუშაობდა, როცა ერთ დღეს, მოულოდნელად კასტინგის აგენტმა გააჩერა:
"დავიბენი, ტელეფონის ნომრის მიცემა არ მინდოდა, ვიფიქრე, თაღლითი იყო", - ყვებოდა მსახიობი. ანგუსის კარიერამ პიკს სწორედ 2019 წელს მიაღწია. სწორედ ამ წელს გამოვიდა Euphoria, რომელიც, მალევე, ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ იქცა აშშ-ში.