ავტორი:

"ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ უკვე გამოკითხა" - რა ინფორმაცია აქვს მამუკა მდინარაძეს?

"ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ უკვე გამოკითხა" - რა ინფორმაცია აქვს მამუკა მდინარაძეს?

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა.

მისივე ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმავე დღეს იმყოფებოდა.

იქამდე დეპუტატი აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ და თუ მტკიცებულებები არ არის და „თუ ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან, ამაზეც კი შეიძლება პოზიცია არ არსებობდეს".