ავტორი:

"გაგიგიათ მისი ხმა? აშკარაა, რომ ხმის ამოღების უფლებას არ აძლევენ" - ქანიე უესტი ცოლზე ძალადობს? - რას აბობს წყვილის შესახებ ცნობილი ამერიკელი მსახიობი

"გაგიგიათ მისი ხმა? აშკარაა, რომ ხმის ამოღების უფლებას არ აძლევენ" - ქანიე უესტი ცოლზე ძალადობს? -  რას აბობს წყვილის შესახებ ცნობილი ამერიკელი მსახიობი

ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ქეით გრიფინი რეპერ ქანიე უესტს მეუღლის, ბიანკა ცენსორის კონტროლში ადანაშაულებს. გრიფინის თქმით, "ბიანკას საკუთარი აზრების გამოთქმის უფლებას" ქმარი არ აძლევს. "ტიკტოკზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში კომიკოსი ამბობს, რომ "ქანიე შეშლილია" და ეჭვს გამოთქვამს, რომ ის ცოლზე ძალადობს, როცა საქმე ბიანკას ჩაცმულობას ეხება.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@kathygriffin/video/7281322743482600746" data-video-id="7281322743482600746" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@kathygriffin" href="https://www.tiktok.com/@kathygriffin?refer=embed">@kathygriffin</a> Trigger warning! I discuss possible abuse in this video. I can’t help it. I worry. I don’t even know this woman but I still worry. <a title="kathygriffin" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/kathygriffin?refer=embed">#KathyGriffin</a> <a target="_blank" title="♬ original sound - realkathygriffin" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7281322776529505066?refer=embed">♬ original sound - realkathygriffin</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

"ყველას გვინახავს ალბათ ქანიეს და მისი ამჟამინდელი მეუღლის, ბიანკა ცენსორის ფოტოები, ვხედავ, როგორ აცვია მას გამჭვირვალე კოლჰოტი და ტოპი და პირველი რამ, რაც თავში მომდის ისაა, რომ.. დიახ, ბიანკას საოცარი სხეული აქვს და ის ძალიან ჰგავს ქანიეს ყოფილ მეუღლეს, კიმ კარდაშიანს. თუმცა მისგან ერთი სიტყვაც არ გაგვიგია. ამიტომ, როცა ამ ქალს ვხედავ, რომელსაც, ფაქტობრივად, ხმა არ გააჩნია... ყური მოვკარი, რომ არქიტექტურაში მაგისტრის ხარისხი აქვს. გაგიგიათ მისი ხმა? ის მშვენიერია, თუმცა აშკარაა, რომ ხმას არ აღებინებენ", - ამბობს გრიფინი ვიდეოში.

გრიფინმა ეჭვი გამოთქვა, რომ ქანიე ბიანკას, უბრალოდ, არ აძლევს ლაპარაკის უფლებას და "მაშინ, როცა ბიანკა ნახევრად შიშველია, თვითონ თხემით ტერფამდე შეფუთულია".

"ყველამ ვნახეთ მათი იტალიაში გადაღებული ფოტოები, რომლებშიც წყლის ტაქსით მგზავრობისას ბიანკა ჩამუხლულია, ქანიეს კი უკანალი უჩანს. იცოდნენ, რომ გარშემო პაპარაცები და გამვლელები იყვნენ, რომელთაც ტელეფონით მათი გადაღება შეეძლოთ, ამ მიზეზის გამო, ეს ჩემთვის ძალადობას წააგავს. თითქოს ბიანკა იძულებული იყო, რომ მუხლებზე დამდგარიყო".

გრიფინმა სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში ცენსორის ცალკეული სამოსი განიხილა და იკითხა: "მე ბიანკას პირადად არ ვიცნობ და, ალბათ, ვერც ვერასდროს გავიცნობ, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ რა აზრის ხართ? ეს ყველაფერი, ჩემი გადმოსახედიდან მაკონტროლებელი კაცის ქცევას ჰგავს", - ამბობს ქალი.

ცენსორის ცხოვრების წესმა, როგორც ირკვევა, მისი მეგობრებიც შეაშფოთა. Daily Mail-ის ბოლო ინფორმაციით, ბიანკას ზოგიერთი უახლოესი მეგობარი "უკიდურესადაა შეშფოთებული" წყვილის სულ უფრო და უფრო უცნაური ქცევით.

"ბიანკას სხვა გზა არ აქვს და მისი მეგობრები მის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ ვერაფერს აწყობენ, რადგან ქანიემ მის გარშემო ბარიერები აღმართა",- უთხრა ბიანკა ცენსორის ერთ-ერთმა მეგობარმა გამოცემას.

იგივე წყარო იტყობინება, რომ ბიანკას მეგობრებთან კონტაქტი აღარ აქვს: "მისმა რამდენიმე მეგობარმა საბოლოოდ მაინც შეძლო მასთან დაკავშირება, მაგრამ ბიანკას არავისთან სურდა საუბარი და არ აინტერესებდა, ვინმე მის ბედზე თუ დარდობდა", - ამბობს წყარო და დასძენს, რომ ბიანკას აზრით, ხალხს მისი პოპულარობის შურს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა