ავტორი:

თავს დაესხნენ თბილისის საკრებულოს წევრს - ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე - "ეს სულ ზარნაძის გარემოცვაა... 30-ზე მეტი ადამიანი იყო ალბათ"

თავს დაესხნენ თბილისის საკრებულოს წევრს - ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე - "ეს სულ ზარნაძის გარემოცვაა... 30-ზე მეტი ადამიანი იყო ალბათ"
  • "ტვ პირველის" ფოტო

ამ ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ თბილისის საკრებულოს წევრს - ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გლდანში "ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატის სახლთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატს ხელკეტით შეიარაღებული პირები სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ წუთებში თავდასსხმის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. ეძგვერაძეს და მის მეგობრებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.

შეგახსენებთ, ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ საკრებულოში ჩხუბი უძღოდა, სადაც ირაკლი ეძგვერაძე და კალაძის მეგობარი დეპუტატი კოტე ზარნაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც მელია ამბობს, საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად სწორედა ამ დაპირისპირების შემდეგ გაუსწორდნენ.

"იაფასიანი პროვოკაცია მოუწყო გლდანის მაჟორიტარმა, კალაძის ახლო მეგობარმა, ჭანჭიკმა, ეს კადრები საკრებულოში იხილეთ. ნახევარი საათის წინ,რაც ეძგვერაძე მობრუნდა სახლში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად და მას თავს დაესხა დაახლოებით, 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი, კანონიერი ქურდის შუკაკიძის ძმა, ტატო ხუნდაძე, მთელი "ქართული ოცნების" შპანა, უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, პრაქტიკულად, სიკვდილისთვის გაიმეტეს. ეს ყველაფერი ლაჩარმა, ვითომ ქურდმა შუკაკიძემ გააკეთა, რომელმაც 2002 წელს რაც იკადრა, კობიაშვილ-კალაძესთან ერთად იარაღით რომ დარბოდნენ.

შეგაკვდებით, ღირსების საკითხია ჩემთვის და ბევრი ადამიანების..ან იქნება კალაძე-კობიაშვილების საქართველო, გლდანში ბავშვების თანდასწრებით მოაწყვეს დარბევა. ამას ბედავს პოლიციის გარეშე, არ არსებობს. უკან დასახევი გზა ქართველისთვის აღარ არსებობს. საქართველო კრიმინალების გარეშე შედგება. ყოფას გიტირებ, კალაძე, ყველა მილიონის უკან დაბრუნება მოგიწევს, რაც მოიპარე და ყველა დანაშაულზე პასუხისგება მოგიწევს,“ - ამბობს ნიკა მელია ვიდეოჩართვისას.

ენმ-ს წევრი ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. ამის შესახებ ოპოზიციის ნაცემი წევრი "ტვ პირველთან" განაცახდა

ეძგვერაძის თქმით, ამას ვერავინ გაბედავდა, ხელისუფლება და პოლიცია ზურგს რომ არ უმაგრებდნენ.

"ეს სულ ზარნაძის გარემოცვაა და ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში, ოფიციალურ პირებიც იყვნენ. 30-ზე მეტი ადამიანი იყო ალბათ, ძალიან ბევრნი..." - ამბობს ეძგვერაძე.

იხილეთ ასევე: