ავტორი:

გლდანში, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს-ში ასევე ამბობენ, რომ მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გლდანში, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს-ში ასევე ამბობენ, რომ მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე არიან დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

რაც შეეხება "ნაცონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა“,-განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

იხილეთ ასევე: