ავტორი:

"პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია... მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში მარტივად გამოძვრებოდნენ სიტუაციიდან" - ხუხაშვილი

"პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია... მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში მარტივად გამოძვრებოდნენ სიტუაციიდან" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს:

"სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არის სწორი. მიუხედავად იმისა, ქონება გადააფორმა თუ არა, ხელისუფლება იძულებულია აღმოფხვრას კოლიზია სანქციებსა და საქართველოს მოქალაქის ‘უდანაშაულობის პრეზუმფციას” შორის, რაც აბსურდია, მაგრამ თვითონ შეიყვანეს თავი ამ ხაფანგში.

ახლა იძულებულები არიან ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და სასამართლო წესით ან დაადასტურონ, რომ ფარცხალაძე ჯაშუშია, ან თქვან, რომ ის ფრთიანი ანგელოზია და წინააღმდეგობაში მოვიდნენ სანქციებთან, შესაბამისი დამანგრეველი შედეგებით. მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში ისინი მარტივად გამოძვრებოდნენ ამ სიტუაციიდან. თუ როგორ, ეს უკვე ტექნიკის საკითხია. ამით თავს არ შეგაწყენთ…" - ამბობს ხუხაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გუშინ გაავრცელა:

  • განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

"ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, - ნათქვამია განცხადებაში.