ავტორი:

"რუსეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა" - რას ამბობს უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი?

"რუსეთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა" - რას ამბობს უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს.

აღნიშნული განცხადება ბუდანოვმა The War Zone-თან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსული ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო სისტემის სუსტ წერტილებს ეძებენ და აზიანებენ, ეს სისტემები კი, ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას წარმოადგენს და მათ წარმოებას დიდი დრო სჭირდება.

"რუსეთმა მის ხელთ არსებული ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა და ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჩვენ ამ სისტემების ხარისხიანი მუშაობის ქმედუუნარობის დემონსტრირებას ვახდენთ, რაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრებზე ამ სისტემებს ნაკლებად მომგებიანად ხდის”, - აღნიშნა ბუდანოვმა.