ავტორი:

სამხედრო სკანდალი: ტანკები, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა, შესაძლოა, მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავდნენ

სამხედრო სკანდალი: ტანკები, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა, შესაძლოა, მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავდნენ

2023 წლის ივლისში ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში 14 Challenger 2 გადასცა. რამდენიმე კვირის წინ კი პირველი ვიდეო კადრებიც გავრცელდა, სადაც ერთი განადგურებული „ჩელენჯერი“ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ბრიტანულ ტანკს ფრონტზე აქტიურად იყენებენ. თუმცა ახლა რუსული არტილერიის, დრონებისა და დანაღმული ველების გარდა, უკრაინელ ჯარისკაცებს ახალი სადარდებელი - Challenger 2-ში არსებული მომწამლავი მატერია დაემატა, რომელიც ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ, მომაკვდინებელია.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ სამხედრო ტექნიკის 2000-ზე მეტი ერთეული, შესაძლოა პოტენციურად მომაკვდინებელ აზბესტის შემცველ შემადგენლობას შეიცავდეს. მინისტრების თქმით, მომწამლავ ელემენტებს ასევე შეიცავენ ტანკი Challanger 2, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა, ასევე Bulldog და Warrior-იც.

აზბესტთან ურთიერთქმედება, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს - ის იწვევს მეზოთელიომის სიმსივნის ფორმას, აზიანებს ფილტვებს. ვისაც ამ ნივთიერებასთან შეხება ჰქონია, შესაძლოა წლობის შემდეგაც დაიტანჯონ მძიმე დაავადებებით.

ჩრდილოვანი თავდაცვის სამინისტროს მდივანმა, ჯონ ჰეილიმ ამ მხილებას, "სერიოზული განგაში“ უწოდა. მან განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტია "განსაკუთრებულ ვალს“ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წინაშე არ იხდის.

თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მუშაობენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პოტენციურად სასიკვდილო აზბესტის შემცველ მატერიას გაანეიტრალებენ. მათი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებული შეიარაღების 2699 ერთეული შეიცავს აზბესტის შემცველ მატერიას. თუმცა აქედან რეალურ სამსახურში მხოლოდ მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას.

აზბესტის შემცველ მატერიას 20-ე საუკუნეში ტანკების, გემებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში იყენებდნენ. The Times-ის ინფორმაციით, ეს მატერია დროთა განმავლობაში იშლება უმცირეს სტრუქტურებად, მათთან ზემოქმედებამ კი, შეიძლება ფილტვების განუკურნებელი ზიანი გამოიწვიოს. უკრაინის მხარეს ჯერჯერობით სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებია..წყარო

მოამზადა: ანრი კურტანიძემ