ავტორი:

მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან

მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან

"მიყვარხარ ქეით", - ამ სიტყვებით მიმართა დიზაინერმა გურამ გვასალიამ ცნობილ ტოპ-მოდელ ქეით მოსს და სოციალურ ქსელში ტუჩებში კოცნის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

პოსტზე გვასალიას ბრენდის, Vetements-ის "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ანგარიშმა, კომენტარებში დაწერა "Wow". ქეითს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

გვასალიას მიერ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეითი მოდის ფოტოგრაფ გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკს დაშორდა, რომელზეც რვა წლის განმავლობაში იყო შეყვარებული.ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ქეით მოსი და გრაფი ნიკოლაი ფონ ბისმარკი

მედიაში წერენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი ჭორებია. ამ დრომდე მოსსა და ბისმარკს არ გაუკეთებიათ კომენტარი მათ ურთიერთობაზე და გაურკვეველია გვასალიას პოსტი ახალი რომანის დასწყისს ნიშნავს, თუ უბრალოდ დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა.

49 წლის მოდელი ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული. პირველად მსახიობ ჯონი დეპზე, მათ დღემდე საკულტო წყვილად მიიჩნევენ. მოსს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ლილა გრეის მოსი, რომელიც 2002 წლის 29 სექტემბერს, ლონდონში დაიბადა. გოგონას მამა მედიაკომპანია "Dazed Media"-ს დირექტორი ჯეფერსონ ჰაკია. ლილას მშობლები არასდროს დაქორწინებულან, მათ ურთიერთობა 2005 წელს შეწყვიტეს.

  • უფრო მეტი გურამ გვასალიაზე...

ქართველი დიზაინერები, ძმები დემნა და გურამ გვასალიები მსოფლიოს მასშტაბით არიან პოპულარულები. განსაკუთრებით კი დემნა, რომელიც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.

წლების წინ, დემნამ და გურამმა ერთად დააარსეს მოდის სახლი VETEMENTS.

ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე მცირე ხანს, ომის შემდეგ, თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ.

ძმები გვასალიები

"გერმანიაში მე-13 გიმნაზია დავამთავრე და ევროპულ ბიზნესსკოლაში ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. განათლება საერთაშორისო მართვის სფეროში გავაგრძელე კიოლნის ბიზნესსკოლაში და ამერიკულ ბიზნეს სკოლაში, პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან "ვმეგობრობ", შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა.

უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და კონსულტაციებს ვუტარებ დღესაც დიდ და მცირე ბრენდებს განვითარებასა და წინსვლაში", - იხსენებდა მოგვიანებით გურამი.

ძმები გვასალიები, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში

"მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ, რომ საქართველოდან ვარ. ეს დიდ ძალას მაძლევს. რა იქნებოდა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი? ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუმცა თუ მაინც დავრჩებოდი, ალბათ, პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭს", - ამბობს გურამი.

  • დაპირისპირება ძმასთან

ორი თვის წინ, გურამ გვასალიასთან ვრცელი ინტერვიუ New Your Times-მა გამოაქვეყნა. ინტერვიუში ის ძმას დაუპირისპირდა და განაცხადა, - დემნაზე უფრო წინ ვარო.

ძმებს შორის დაპირსპირება მოდის სამყაროში განხილვის მთავარ თემად იქცა. "როგორც ჩანს, Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, 37 წლის გურამ გვასალია გრძნობს, რომ თავისი ძმის, დემნას ჩრდილში ცხოვრობს", - წერდა მედია.

"დემნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. ჩემზე ადრე მიიღო ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ“, - ამბობდა გურამი.

ცნობისთვის, დემნა და გურამ გვასალიებმა ტანსაცმლის ბრენდი Vetements-ი 2014 წელს ერთად დააარსეს. ერთი წლის შემდეგ დემნა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. საბოლოოდ Vetements-ი 2019 წელს დატოვა.

  • გურამ გვასალია და ცნობილი ქალები...

ქეით მოსთან პროვოკაციული ფოტოს გამოქვეყნებამდე, დიზაინერმა ორი კვირის წინ, "ინსტაგრამზე" ახალი ფოტო გააზიარა, სადაც გურამ გვასალია კრიშტიანუ რონალდუს ცოლთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად იყო აღბეჭდილი.

ფოტოზე ჯორჯინას კი Vetemants-ის წითელი კაბა აცვია. ის ვენეციის კინოფესტივალზეა გადაღებული.

გურამ გვასალია მეგობრობს მადონასთან. რამდენიმე თვის წინ მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და იძულებული გახდა, საკონცერტო ტური გადაედო. როგორც გაირკვა, ტურისთვის ვარსკვლავის ჩაცმულობაზე ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა.

"ინსტაგრამზე* მან მომღერალთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მადონასთვის კოსტიუმების შექმნა მისთვის "პრივილეგია და პატივია“.

გვასალია ასევე ავრილ ლავინის მეგობარია. თუმცა მათმა ფოტოებმა, რომელიც გაზაფხულზე გავრცელდა, გააჩინა ეჭვი, რომ მათ შორის მეგობრობაზე მეტი იყო. თუმცა ინფორმაცია მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ არ დადასტურდა.

წაიკითხეთ ასევე:

"მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ... დემნას ეპოქა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა" - გურამ გვასალია დემნას შესახებ: დაპირისპირება მოდის სამყაროში ცნობილ ძმებს შორის