ავტორი:

"ჩემი და სალომეს უთანხმოების მიზეზები შორეულ წარსულშია, უკავშირდება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას..." - რა ამბობს ოთარ ზურაბიშვილი პრეზიდენტ დაზე?

"ჩემი და სალომეს უთანხმოების მიზეზები შორეულ წარსულშია, უკავშირდება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას..." - რა ამბობს ოთარ ზურაბიშვილი პრეზიდენტ დაზე?

"საქართველო ორ ფრენას შორის", - ასე უწოდებს საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი და დასძენს: "პრემიერის ოჯახური მოგზაურობა აშშ-ში დიდ უხერხულობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თავად უკრძალავს პრეზიდენტს საზღვარგარეთ მოგზაურობას". მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან "კონტრშეტევაზეა" გადასული, ამ დროს კი მეხუთე პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვან ვიზიტებზე პირადი სახსრებით დადის. უფრო ვრცლად პრეზიდენტი დის პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებზე ოთარ ზურაბიშვილი გვესაუბრება:

- ამერიკაში პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახურმა მოგზაურობამ საზოგადოების მღელვარება ნამდვილად გამოიწვია. მრჩება განცდა, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი რუპორების მობილიზება მოახდინა და პრემიერის დასაცავად შეტევაზე გადასვლა სცადა. აბა, სხვა რა შეიძლება ყოფილიყო თუ არა ხელისუფლების "კონტრშეტევა", როცა მოსახლეობის ყურადღების გადასატანად სააკაშვილს პრემიერისთვის ხელსაყრელ დროს ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც ზუსტად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მგზავრობას ეხება. ერთ მხარესაა თვითმფრინავით პრემიერისა და მისი ოჯახის მოგზაურობა, პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო ხარჯების გამოყენება, მეორე მხარეს კი პრეზიდენტის ვიზიტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო ნაკარნახევი და პირადი სახსრებითაა დაფინანსებული. ნათელია, ვინ ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე და ვინ იცავს საქართველოს.

- როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია?

- საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლა კონსტიტუციაშია ჩაწერილი. შესაბამისად, პრეზიდენტმა კონსტიტუცია კი არ დაარღვია, დაიცვა. რა არის მისი იმპიჩმენტის მიზეზი?! - პრეზიდენტის ევროპისკენ მისწრაფება. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. გაუგებარია, მაშინ, როდესაც საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, როგორ შეიძლება ხელისუფლება ასეთ სარისკო ნაბიჯებს დგამდეს?!

- ვიდრე პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს შეხვდებოდა, თქვენ თუ გესაუბრათ?

- არ მინდა ჩვენი კერძო საუბრების გასაჯაროება...

- მაშინ ის გვითხარით, რას ელოდა პრემიერის უარის უგულებელყოფის შედეგად "ქართული ოცნებისგან"?

- სალომე ძალზე პრინციპულია, მისთვის ყველაფერზე მაღლა საქართველოს მომავალი დგას. ის კომპრომისზე არ წავა იმის გამო, რომ "ოცნების" ლიდერებისგან ღიმილი მიიღოს.

- რას აპირებს იმპიჩმენტის შემთხვევაში?

- ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას, სალომესაც ჯერ კიდევ გადასადგმელი აქვს მთავარი ნაბიჯები. თუ ხელისუფლებამ მართლა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე იტყვის, რას აპირებს. გააგრძელეთ კითხვა