ავტორი:

შეიარაღებული თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე - რა მოხდა სამტრედიაში?

შეიარაღებული თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე - რა მოხდა სამტრედიაში?

სამტრედიაში, დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული ანრი მილორავა თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა.

მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოახერხა და ტაბელური იარაღით თავდამსხმელი დაჭრა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ლევან მიგინეიშვილი კი დაკავებულია. ოჯახის ინფორმაციით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილი ყოფილი პოლიციელია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.