ავტორი:

"ბევრი მეკითხება, როგორ დავიკელი წონაში... ერთადერთი გზა არსებობს სიგამხდრისკენ..." - თიკა ჯამბურიას საოცარი გარდასახვა და ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"ბევრი მეკითხება, როგორ დავიკელი წონაში...  ერთადერთი გზა არსებობს სიგამხდრისკენ..." - თიკა ჯამბურიას საოცარი გარდასახვა და ფოტოები "ინსტაგრამიდან"

მომღერალ თიკა ჯამბურია ჯერ კიდევ წლების წინ გახდა პოპულარული. პატარა გოგონას შესრულებულმა ჯეირანმა 2000-იან წლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.

თიკას ერთი ქალიშვილი ჰყავს ბექა ხოფერიასგან. წყვილი წლების წინ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. ასევე ცნობილია, რომ თიკას კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთან.

"ბექა, ფაქტობრივად, დედაჩემის გაზრდილია, მე - ხათუნასი. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე და ბექა ერთად არ ვიქნებოდით. ცხოვრება არ წარმომედგინა მის გარეშე, ამიტომ იყო ჩემთვის განსაკუთრებულად რთული მისი დაკარგვა. გულის ტკენაც ეს იყო, რომ იმედი გამიცრუაძალიან თავისი საქციელით, დამინგრია ჩემი აშენებული კოშკები. იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით, როცა ჩვენი სიყვარული ნაყოფს ველოდებოდით, მაშინ გააკეთა ეს ყველაფერი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ შემიძლია ადამიანი გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან' - ჰყვებოდა რამდენიმე ხნის წინ თიკა გადაცემა "სთორიში" საუბრისას.

ბოლო პერიოდში თიკა კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიზეზი ის არის, რომ მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო. ფოტოებს ის სოციალურ ქსელში აზიარებს, სადაც მისი გამომწერები მუდმივად წონის კლების საიდუმლოს გამხელას ითხოვენ. როგორც მომღერალი ამბობს, რაიმე განსაკუთრებული ფორმულა წონის დაკლებასთან დაკავშირებით არ აქვს და გამომწერებს სწორ კვებასა და ჯანსაღი საკვების მიღებას ურჩევს.

"რაც წონაში დავიკელი სულ მომდის მესიჯები, როგორ გახდი გვასწავლეო. რომ ვწერ, რომ არ ვჭამდი, ძალიან ცოტას ვჭამ და დაბალ კალორიულ საჭმელებს ვჭამ-თქო ეს პასუხი არ მოსწონთ. მეც პრინციპში რაღაც განსაკუთრებულ ფორმულას ვეძებდი. მაგრამ მეგობრებო არ არსებობს მარტივი ფორმულად. ერთადერთი გზა სიგამხდრისკენ არის დაბალკალორიული საჭმელები, კონტროლი 18 საათიანი, ბევრი წყალი და ვარჯიში.

რეალურად ყველამ კარგად იცის რა საკვები ასუქებს რა არის ჯანსაღი და არაჯანსაღი. არ ჭირდება ამას ჩემი სწავლება რომ კარგია ბოსტნეული ხილი ცილა, ცუდია "ფასტ ფუდები", ცომი შაქარი გაზიანი. ასე რომ ძალიან მარტივია ჭამეთ ის რაც ჯანსაღია და აქვს დაბალი კალორია და არ ჭამოთ ის რაც არაჯანსაღია" - ამბობს თიკა ვიდეომიმართვაში.

წაიკითხეთ ასევე: