ავტორი:

ოკუპანტების დიდი დანაკარგი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმას 34 ოფიცერი ემსხვერპლა, მათ შორის ფლოტის მეთაური

ოკუპანტების დიდი დანაკარგი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმას 34 ოფიცერი ემსხვერპლა, მათ შორის ფლოტის მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვი.

მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ სადესანტო ხომალდი "მინსკი“ მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, მასზე პერსონალი იმყოფებოდა.

"განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგების შესახებ სადესანტო ხომალდ „მინსკზე“ სპეცრაზმის სპეცოპერაციისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების შედეგად.

იმის გამო, რომ სადესანტო ხომალდი "მინსკი“ მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, მასზე პერსონალი იმყოფებოდა. დანაკარგმა 62 ოკუპანტი შეადგინა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა კიდევ 105 ოკუპანტი. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.