ავტორი:

"სცემა და სწორადაც მოიქცა, ძალიან ვამაყობ" - კურიერი, რომელმაც ყურანი დაწვა, კადიროვის შვილმა სასტიკად სცემა, რამზანი კი ბედნიერია (+18 ვიდეო)

"სცემა და სწორადაც მოიქცა, ძალიან ვამაყობ" - კურიერი, რომელმაც ყურანი დაწვა, კადიროვის შვილმა სასტიკად სცემა, რამზანი კი ბედნიერია (+18 ვიდეო)

ჩეჩნეთის ლიდერისა და "აკადემიკოსის", რამზან კადიროვის შვილი, 15 წლის ადამ კადიროვი სკანდალში გაეხვა. კადიროვმა "ტელეგრამis"-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი ვაჟი, ფიზიკურად უსწორდება კურიერს, რომელმაც ვოლგოგრადში ყურანი დაწვა. ვიდეოს "რეზონანსი" მოჰყვა. შემთხვევა სექტემბერში მოხდა, თუმცა ვიდეო ახლა გავრცელდა/

  • რა მოხდა?

ყველაფერი კი კურიერის, ნიკიტა ჟურაველის ქმედებით დაიწყო. მან მაისში, ვოლგოგრადში, მეჩეთის წინ ყურანი დემონსტრაციულად დაწვა. მეორე დღეს ძალოვნებმა ის დააკავეს. კურიერმა ჩვენებაში თქვა, რომ ყურანის დაწვა უკრაინელებმა შესთავაზეს, სანაცვლოდ კი 10 000 რუბლი გადაუხადეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ სურდა, საქმე ჩეჩენ გამომძიებლებს შეესწავლათ და საქმე ვოლგოგრადის სასამართლოს კი არა, გროზნოს სასამართლოს გაეგრძელებინა.

ამ კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ ჟურაველმა (კურიერი) რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას წერილი გაუგზავნა. კურიერი წერდა, რომ იზოლატორში რამზან კადიროვი და მისი 15 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი ეწვივნენ. საუბრის შემდეგ, რამზანმა ოთახი დატოვა, ადამი დარჩა და ბრალდებულს სცემა. მოსკალკოვამ სიტუაციაში გარკვევა ჩეჩნეთის ომბუდსმენს, სალტაევს დაავალა. სალტაევმა დაუყოვნებლივ უპასუხა, რომ ჩეჩნეთში ადამიანების უფლებას უზენაეს დონეზე იცავენ და მსგავსი ინციდენტი არ მოხდებოდა.

ჩეჩნეთის სხვადასხვა გავლენიანმა პირებმა, მათ შორის ადამ დელიმხანოვმა, კადიროვის ვაჟს მხარდაჭერა გამოუცხადეს.დელიმხანოვმა ბიჭის ამ საქციელს პატრიოტული და რელიგიის დაცვისკენ მიმართული უწოდა. მისი სიტყვებით, "ჟურაველი მადლობას უნდა იხდიდეს, რომ საერთოდ ცოცხალია".

კომენტარი გააკეთა ჩეჩნეთის პარლამენტის მეთაურმა მაგომედ დაუდოვმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "პატარა კადიროვი ჭეშმარიტი მუსლიმანივით მოიქცა". თვითონ რამზან კადიროვის თქმით კი, უკრაინის შემდეგ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ხდება, ომს დაიწყებს.

  • კადიროვი, რომელმაც ვიდეო თავის "ტელეგრამში" გამოაქვეყნა, წერს:

"სოციალურ ქსელებში დღემდე ბევრი დავაა, იმის შესახებ, რომ ადამ კადიროვმა სცემა ნიკიტა ჟურავლევი, ადამიანი, რომელმაც წმინდა ყურანი დაწვა და უკრაინის სპეცსამსახურების მოკავშირეა. იყო თუ არა ასე?

სცემა და სწორადაც მოიქცა. მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც კი წმინდა წიგნს შეურაცხყოფას მიაყენებს და მათ შორის, დემონსტრაციულად დაწვავს, ამით ჩვენი ქვეყნის ათობით მილიონ მოქალაქეს აყენებს შეურაცხყოფას და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ჩვენს ქვეყანაში უნიკალური კანონია, რომელიც წმინდა წერილებს იცავს, მასზე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს აქვს ხელი მოწერილი. მოქალაქეების რელიგიური ფასეულობები უმაღლეს დონეზეა დაცული. ამას პროვოკატორები ვერ წაგვართმევენ!

გადაჭარბების გარეშე, დიახ, მე ვამაყობ ადამის საქციელით. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ თანატოლებთან კი არა, არამედ უფროსი ადამიანების გარემოში გაზრდა სურდა. ამის გამო, ზრდასრული ადამიანის ღირსების იდეალები უყალიბდება. პატივს ვცემ მის არჩევანს“, - ამბობს კადიროვი.

ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ვიდეო: