ავტორი:

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია..." - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია..." - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორია პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის პროცედურა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონის თანახმად, როდესაც საქმე მოქალაქეობის შეწყვეტას ეხება, პრეზიდენტს ბრძანებულების გამოსაცემად სამი თვის ვადა აქვს.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად“,- აღნიშნულია განცხადებაში.