ავტორი:

"როგორ რბილად ლაპარაკობს..." - რას წერს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნინო სუხიშვილის ცნობილ ვიდეოზე?

"როგორ რბილად ლაპარაკობს..." - რას წერს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ნინო სუხიშვილის ცნობილ ვიდეოზე?

"როგორ რბილად ლაპარაკობს... მეხუთე დღეა, აღარ დამთავრდა ამ ქალის კრიტიკა!" - სოციალურ ქსელში ამ კომენტარით ავრცელებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის ცნობილ ვიდეოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

მოგეხსენებათ, ამ ვიდეოში ასახულია ნინო სუხიშვილის ანსამბლის წევრებთან მკაცრი საუბარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა მისაღებია, რადგან ასე მიიღწევა დისციპლინა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ანსამბლს ყოველთვის საუკეთესო შედეგი ჰქონდეს.

იხილეთ ასევე: