ავტორი:

"მიცვალებული ადგა“ - გარდაცვლილად გამოცხადებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური შოიგუს თათბირზე გამოჩნდა

"მიცვალებული ადგა“ - გარდაცვლილად გამოცხადებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური შოიგუს თათბირზე გამოჩნდა

22 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალების სპეციალურმა ოპერატიულმა ძალებმა სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს.

ნახევრად განადგურებული შტაბის სურათები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავცელდა.

25 სექტემბერს კი უწყებამ განაცხადა, რომ ამ იერიშის შედეგად 34 ოფიცერი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვი დაიღუპა.

აღნიშნული თავიდანვე საეჭვოდ ჟღერდა, რადგან ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა არ გავრცელებულა.

თუმცა სიტუაციას ისიც ბუნდოვანს ხდიდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი შავი ზღვის ფლოტის შტაბის მეთაურის, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვის გარდაცვალებას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ.

გარდაცვლილად გამოცხადებიდან დღე ნახევარში "მიცვალებული ადგა“ - 26 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გამართულ თათბირზე სოკოლოვიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადმირალი შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა, ფაქტია, რომ ცოცხალია.

ფოტოები თავდაცვის სამინისტრომ თავის "ტელეგრამარხზე" გაავრცელა.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ