ავტორი:

"დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და თავს შევიკავებ შეფასებისგან" - თურნავა

"დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და თავს შევიკავებ შეფასებისგან" - თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის საფუძვლები გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არის კონსტიტუციის და კანონის დარღვევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცავ კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის ზეწოლის მაგალითები, რომელსაც მე არ ვაქცევ ყურადღებას , - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სხვა პოლიტიკოსების მოწოდებებს გადადგომასთან დაკავშირებით.

როგორც მან, "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, ის თავს იკავებს სალომე ზურაბიშვილის მის მიმართ გაკეთებული განცხადების შეფასებისგან.

"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვუპასუხო ქალბატონ პრეზიდენტს. ქალბატონი პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი, მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს, მე თვითონაც წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს და არ არის ეს ჩემი მანდატი და ამოცანა, რომ შეფასება გავაკეთო ამა თუ იმ პოლიტიკოსის და მით უფრო პრეზიდენტის განცხადებაზე. მე თავს შევიკავებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის საფუძვლები გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არის კონსტიტუციის და კანონის დარღვევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცავ კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის ზეწოლის მაგალითები, რომელსაც მე არ ვაქცევ ყურადღებას", - განაცხადა თურნავამ.

წაიკითხეთ ასევე: