ავტორი:

UEFA-მ რუსეთის საფეხბურთო ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება დართო

UEFA-მ რუსეთის საფეხბურთო ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება დართო

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ვაჟთა და ქალთა ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობის უფლება მისცა. თუმცა კომიტეტმა რუსულ გუნდებს საკუთარი პირობები წაუყენა: თამაშები, რომლებშიც რუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, რუსეთის ტერიტორიაზე არ ჩატარდება. აგრეთვე, მათ თამაშებში ეროვნული დროშის, ფორმის ან ეროვნული ჰიმნის გამოყენება ეკრძალებათ.

უეფა - მ განმარტა, რომ რუსული საფეხბურთო გუნდების დისკვალიფიკაცია, უკრაინაში ომის დასრულებამდე, ძალაში იქნება.

ამ გადაწყვეტილებას ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი უმცროსი ასაკის სპორტსმენთა გუნდები რუს თანატოლებთან ერთად თამაშზე უარს ამბობენ.

რუს ათლეტებს, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, საერთაშორისო შეჯიბრებების უმეტესობაში მონაწილეობა აეკრძალათ. კერძოდ, რუსეთის საფეხბურთო გუნდებსა და კლუბებს სანქციები დაუწესდათ.

წყარო: ekhokavkaza

მოამზადა: ანა სიბოშვილმა