ავტორი:

"საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ, ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია... ლიზასაც ძალიან უყვარს" - თამთა ჭელიძის ცხოვრება ახალი ფურცლიდან

"საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ, ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია... ლიზასაც ძალიან უყვარს" - თამთა ჭელიძის ცხოვრება ახალი ფურცლიდან

თამთა ჭელიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ხუთი წელია დაოჯახებულია, თუმცა საყვარელი ადამიანის ვინაობას არ ამხელს. მომღერალი წლების მანძილზე ებრძოდა დეპრესიას და ამაზე ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა.

თამთა ჭელიძე წლების წინ, მსახიობ ჯაბა კილაძეზე გახლდათ დაქორწინებული. წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, მათი საერთო კლიპი კი, რომელშიც ლოგინის სცენა იყო გადაღებული, იმჟამინდელ შოუბიზნესში ყველაზე თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა ორსულობა თამთასთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, შემდეგ იყო პრობლემები და ბავშვის დაბადებიდან მალევე მომღერალი უკვე მარტოხელა დედა იყო.

ამ ამბებიდან 15 წელი გავიდა. თამთასა და ჯაბას საერთო შვილი - ლიზა ჰყავთ. ჯაბამ მსახიობის კარიერა წარმატებით გააგრძელა, თამთამ კი თეატრი დატოვა, აღარც მისი მუსიკალური კარიერა შედგა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა...

თამთა ჭელიძე:

- ჩემი ხასიათი შეიძლება გამოიცდელობის ბრალიც იყო, მქონდა შიშები და კომპლექსები, რომელთაგანაც ზოგი ბავშვობიდან მოდიოდა. ძალიან ფაქიზად ვიყავი გაზრდილი, ყველაფერი სუფთა და მშვენიერი მეჩვენებოდა. მერე შევეჩეხე სირთულეებს, ადამიანებს, ვინც გული მატკინეს. ამის გადახარშვა გამიძნელდა. ძალიან ემოციური ვარ, გამოხატვა მიჭირს. ჩემი ემოციები უარყოფიტად მიბრუნდებოდა და მე მტანჯავდა. ვისწავლე ემოციების მართვა, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა.

შოუბიზნეში როცა ხარ, თან მე 12 წლიდან ვიყავი ამ სფეროში, იქ მრავლად არის მიუღებელი საქციელი მათი მხრიდან, ვისგანაც არ ელი. შენც ვერ წახვალ ყველაფერზე სცენაზე დგომის სანაცვლოდ. ახლა ბევრი რამ გადავაფასე, რაშიც ჩემი ახალი პროფესია დამეხმარა. ის, რაც საკუთარი თავისთვის ვერ გავაკეთე, სხვისთვის განვახორციელე. სხვების პოპულარობაზე და კარგ პროდუქტად ჩამოყალიბებაზე ვიმუშავე. სიხარულს მანიჭებს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და არც შემდგომ დავიშურებ ამისთვის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.

- თქვენს პირად ბედნიერ ბედნიერებაზე რას მეტყვით?

- ამ მხრივ, ყველაფერი კარგად არის. 5 წელია, რაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია. ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან - სიყვარული, პატივისცემა, თანხვედრა ძირეულ საკითხებში. საუკეთესო ადამიანია, ლიზასაც ძალიან უყვარს. ორივეს გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს შევხვდით და ოჯახი შევქმენით.

წაიკითხეთ ასევე: