სერია A-ს მეექვსე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ იგებს ანგარიშით 2:0.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:
მერეტი, დი ლორენცო, ესტეგარდი, ნატანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
პირველი ტაიმით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" ნელ-ნელა თავის დიდებულ თამაშს იბრუნებს. გუნდი პირველი წუთებიდან უტევდა და ისე თამაშობდა, როგორც წინა სეზონში გვინახავს, აღსანიშნავია, რომ აქტიური იყო "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, რომელიც ძირითად მარცხენა ფლანგზე კი თამაშობდა ტრადიციულად, მაგრამ მარჯვნიდანაც არაერთხელ სცადა შეტევაში ჩართვა. ამ ყველაფერ კი შედეგი მე-19 წუთზე გამოიღო, როდესაც "კვარას" მოპოვებული პენალტი, ის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს, გოლად პიოტრ ზილინსკიმ აქცია.
39-ე წუთზე კი პოლიტანოს კარგი პასის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. ასე, რომ პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" იგებს.
იხილეთ ასევე: