ავტორი:

ხვიჩას ბენეფისი "უდინეზესთან": მოპოვებული თერთმეტმეტრიანი, ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" დამაჯერებლად გაიმარჯვა

ხვიჩას ბენეფისი "უდინეზესთან": მოპოვებული თერთმეტმეტრიანი, ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" დამაჯერებლად გაიმარჯვა

სერია A-ს მეექვსე ტურში "ნაპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა და გაიმარჯვა ანგარიშით 4:1.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, ესტეგარდი, ნატანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

პირველი ტაიმი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო, რაც მთელი თამაში გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" ნელ-ნელა თავის დიდებულ თამაშს იბრუნებს. აღსანიშნავია, რომ აქტიური იყო "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, რომელიც ძირითად მარცხენა ფლანგზე კი თამაშობდა ტრადიციულად, მაგრამ მარჯვნიდანაც არაერთხელ სცადა შეტევაში ჩართვა. ამ ყველაფერ კი შედეგი მე-19 წუთზე გამოიღო, როდესაც "კვარას" მოპოვებული პენალტი, ის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს, გოლად პიოტრ ზილინსკიმ აქცია.

39-ე წუთზე კი პოლიტანოს კარგი პასის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

მეორე ტაიმიც ნეაპოლელთა უპირატესობით წარიმართა. ჩვენებური განსაკუთრებულად აქტიური იყო, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩამ ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, დრიბლინგი, ტექნიკური თამაში, ლამაზი პასები - ქართველს ყველაფერი გამოსდიოდა. ორჯერ მისი კარისკენ დარტყმული ძელს მოხვდა და ბოლოს და ბოლოს ნავსი გატყდა - ხვიჩამ 74-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაუტანა "უდინეზეს", რომელიც ტრიბუნებთან, გულშემატკივრთან ერთად იზეიმა.

მე - 80 წუთზე "უდინეზემ" ერთ ბურთი გაქვითა - გოლი მერეტის კარში ლაზარ სამარჯიჩმა გაიტანა, თუმცა ზუსტად ერთი წუთის შემდეგ ხვიჩას პასის შედეგად ჯოვანი სიმეონემ მეოთხედ აიღო მეტოქის კარი.

82-ზე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს.

ამის შემდეგ "ნაპოლი" ისევ უტევდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა