ავტორი:

ძლიერი აფეთქება და ხანძარი უზბეკეთში, საერთშაშორისო აეროპორტთან - რას წერს მედია მომხდარზე (ფოტოები)

ძლიერი აფეთქება და ხანძარი უზბეკეთში, საერთშაშორისო აეროპორტთან - რას წერს მედია მომხდარზე (ფოტოები)

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება საბაჟო საწყობში მოხდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია."ტელეგრამ" არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა.დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.