ავტორი:

"მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული... პოლიტიკამდეც ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს" - პრემიერი

"მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული... პოლიტიკამდეც ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს" - პრემიერი

მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა - მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მან საკუთარ ოჯახს აშშ-ში კერძო მიზნებისთვის ფრენის ხარჯები მიზანმიმართულად გადაახდევინა, რადგან წინა ხელისუფლებასთან ამ ხელისუფლების განსხვავება ეჩვენებინა.

"მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წერების მგზავრობაში. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან.

მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა და კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი, განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის, რომ ჩვენ ბიუჯეტს არასოდეს ვიყენებთ როგორც ოჯახის პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც აქ 10 წლის წინ იყო გამეფებული, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა მილიონობით ლარს ხარჯავდა.

მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული. რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე. მეუხერხულება საუბარი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გპასუხობთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.