ავტორი:

"ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თუ თქვენი ბრძანება არ შესრულდა, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერ გვიცხოვრია, თქვენს ბრძანებას 100%-ით შევასრულებთ!" - კადიროვი პუტინს

"ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თუ თქვენი ბრძანება არ შესრულდა, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერ გვიცხოვრია, თქვენს ბრძანებას 100%-ით შევასრულებთ!" - კადიროვი პუტინს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მებრძოლებმა პუტინის ბრძანებას 100%-ით შეასრულებენ.

აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თუ თქვენი ბრძანება არ შესრულდა, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერ გვიცხოვრია, თქვენს ბრძანებას 100%-ით შევასრულებთ!" - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთში მიმდინარე სიტუაციის შესახებ საუბრისას რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული პრობლემები არ არის.

„ყველა პრობლემა თქვენ დიდი ხნის წინ უკვე მოაგვარეთ, ახლა რჩება ეკონომიკური საკითხები, რომლებშიც, როგორც ყოველთვის, თქვენი დახმარება გვჭირდება“, - დასძინა კადიროვმა.