ავტორი:

შემოდგომის ნუგბარი, ქართული კერძები და მრავალფეროვანი აქტივობები – როგორი იქნება თბილისობა "წისქვილში"

შემოდგომის ნუგბარი, ქართული კერძები და მრავალფეროვანი აქტივობები – როგორი იქნება თბილისობა "წისქვილში"

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს.

რესტორანში მისული სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ქართული ღვინო ან თავად დაწურონ ის საწნახელში, გამოხადონ ჭაჭა, ისწავლონ ხინკლის მოხვევა და ჩურჩხელების ამოვლებაში მიიღონ მონაწილეობა. მრავალფეროვანი გასართობი აქტივობა დახვდებათ ბავშვებსაც, რათა თბილისობა ერთნაირად სასიამოვნო იყოს როგორც მშობლებისთვის, ისე მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის.

„წისქვილის“ ეზოში სტუმრები მოისმენენ და იხილავენ ქართულ ცეკვა-სიმღერას, რაც მთავარია, შეძლებენ ისიამოვნონ ნამდვილი ქართული კერძებით.

„წისქვილში“ თბილისობა 14:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მაგიდების დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე 032 2 00 55 55.

მეტი დეტალისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე.

NS