ავტორი:

სროლა როტერდამში - შეიარაღებულმა 32 წლის მამაკაცმა ცეცხლი ჯერ ერთ-ერთ ბინაში გახსნა, შემდეგ კი სამედიცინო ცენტრში შეიჭრა: არიან გარდაცვლილები

სროლა როტერდამში  - შეიარაღებულმა 32 წლის მამაკაცმა ცეცხლი ჯერ ერთ-ერთ ბინაში გახსნა, შემდეგ კი სამედიცინო ცენტრში შეიჭრა: არიან გარდაცვლილები

შეიარაღებულმა პირმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამის საუნივერსიტეტო კლინიკასა და მიმდებარე სახლში ცეცხლი გახსნა. პოლიციის წინასწარი ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი - 39 წლის ქალი და 42 წლის მასწავლებელი. დაჭრილია გარდაცვლილი ქალის 14 წლის ქალიშვილიც. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული თავდამსხმელი უკვე დააკავებულია და მომხდარს სამართალდამცავები იძიებენ.

ერასმუსის სამედიცინო ცენტრში სროლას შეშინებული სტუდენტების და სამედიცინო პერსონალის პანიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული ადამიანები შენობის გასასვლელისკენ. მედიის ცნობით, თავდასხმის ორივე ლოკაციაზე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მათი სწრაფად ლოკალიზაცია შეძლეს.

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/3026361.html"></iframe>

როტერდამის პოლიციის ბოლო განცხადებაში ვკითხულობთ:

"სროლის ორი ინციდენტი ფატალური შედეგით დამთავრდა. ჯერჯერობით, მხოლოდ დაღუპულთა ოჯახების ინფორმირებას ვცდილობთ. უფრო ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ".

32 წლის მამაკაცი, პოლიციის თქმით, ჯერ ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, სადაც ორი ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი ერასმუსის სამედიცინო ცენტრში გაემართა, სადაც ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა