მძიმედ დანაშაული მოხდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში,, სადაც 23 წლის ბიჭი მოკლეს. ბრალდებულმა მსხვერპლს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კლინიკაში განაცხადეს, რომ შეყვანილ მამაკაცს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.
23 წლის მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის კლინიკაშიექსპერტიზაზე გადაასვენეს. მანამდე კი მოკლულის ახლობლები დაბა ჩოხატაურში, მამქოლის კლინიკასთან იყვნენ შეკრებილები, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ესვენა. მათ მკვლელობის მიზეზებზე არ უსაუბრიათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემთხვევა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა ის ჯერ არ დაუკავებიათ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. ტელეარხის ცნობითვე, ბრალდებული ვადაზე 3 წლით ადრეა გათავისუფლებული.
იხილეთ ასევე: