ავტორი:

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი კრემლში - სტუმარმა ამჯერად არ ჩაიფსა, მაგრამ პუტინს მაინც გაუჩინა თავსატეხი: ნახეთ ვიდეო და იხალისეთ

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი კრემლში - სტუმარმა ამჯერად არ ჩაიფსა, მაგრამ პუტინს მაინც გაუჩინა თავსატეხი: ნახეთ ვიდეო და იხალისეთ

2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლში ელიტარული პოლიტიკოსების ვიზიტები სწრაფი ტემპით შემცირდა. სამაგიეროდ, რუსეთმა მისთვის საინტერესო ახალი მოკავშირეების ძიება მესამე ქვეყნებში დაიწყო. ევროპელი და ამერიკელი ლიდერების ნაცვლად, მოსკოვში აფრიკელი სტუმრები მომრავლდნენ.

ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით უცნაური, პერიოდულად კი კურიოზულიც გამოდის. ამას პუტინისა და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის სალვატორე კიირის დღევანდელი შეხვედრაც ადასტურებს.

კიირი თავისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით წარსდგა პუტინთან და ისედაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. "ტელეგრამის" რუსი მომხარებლები კი კარგა ხანს არკვევდნენ საერთოდ სად იყო სამხრეთ სუდანი, ჩრდილოეთ სუდანი რომელია და ის სუდანი რომელი, სკოლაში რომ ასწავლეს.

თუმცა შეხვედრის მთავარი მომენტი მაინც ყურსასმენთან იყო დაკავშირებული. კიირი ვერ გაერკვა თუ როგორ უნდა გამოეყენებინა სწორად. სიტუაციის განმუხტვა ჯერ პუტინმა სცადა, რომელსაც სახეზე ღიმილი არ გადასდიოდა (თვითონ უკვირდა ალბათ, ეს ვინ არისო). რუსეთის პრეზიდეტნმა შემდეგ ხელები და მიმიკები მიახმარა საქმეს, რომ აფრიკელი კოლეგისთვის უკეთ აეხსნა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ბოლოს დამხმარე მივიდა და კიირს როგორღაც მოარგო ყურსასმენი.

თავის მხრივ სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი საკმაოდ სკანდალურია და ავტორიტარული მიდგომების გამო, პუტინთან ბევრი საერთო აქვს. მაგალითად, 2021 სალვატორემ ჩათვალა, რომ ქვეყნის მართვისთვის ოპოზიცია საჭირო არ იყო და პარლამენტი დაითხოვა.

2022 წლის 15 დეკემბერს კი აფრიკელ დიქტატორს მარცხი მოუვიდა, პირდაპირი და ირიბი გაგებითაც. ახალი ავტომაგისტრალის გახსნის დროს, როდესაც ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, 71 წლის სალვატორემ ჩააფსა. ექვსი ჟურნალისტი აღნიშნულის კადრების გადაღება-გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

კიირმა და პუტინმა შეხვედრაზე რუსეთ-სამხრეთ სუდანის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ