იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებულ 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი ნაპოვნია და ოჯახთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნეაპოლში მყოფი ქართველი ჟურნალისტი ნინო მამუკაძე-სორდინი წერს:
"მეგობრებო, კარგი ამბით ვარ. ვანიკო ღარიბაშვილი ნაპოვნია და ოჯახთანაა. დეტალებს თავად ოჯახი გაგაცნობთ, როცა ამას შეძლებენ.Vaniko è stato ritrovato ed è già dalla famiglia ყველას უღრმესი მადლობა, ვინც სულ სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში" - წერს მამუკაძე.
ცნობისთვის, ვანიკო ღარიბაშვილის კვალი 23 სექტემბერს შუადღის შემდეგ ქალაქის ბაზრის ტერიტორიიდან იკარგება.
ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნეაპოლში მე-6-ე წელია ცხოვრობს. ვანიკოს მეუღლე ფიქრია გოგატიშვილი AMBEBI.GE-ს უყვებოდა, რომ ვანიკო ნეაპოლთან ახლოს, პომილიანო დარკოში მუშაობდა მოხუცის მომვლელად. შაბათ დღეს ცოლ-ქმარი ქალაქის ბაზრის მიდამოებში უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ვანიკო ღარიბაშვილი დათქმულ ადგილას არ მისულა. ვანიკო ღარიბაშვილი ნეაპოლში მეუღლესთან ერთად 6 წლის წინ წავიდა.