ავტორი:

"35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული საღამო იყო... იმავე საღამოს აღმოჩნდა, რომ ყველაფერიარაფერი ყოფილა" - რას წერს ნათია ბანძელაძე?

"35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული საღამო იყო... იმავე საღამოს აღმოჩნდა, რომ ყველაფერიარაფერი ყოფილა" - რას წერს ნათია ბანძელაძე?

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილი მეუღლის, ცნობილი ტელეწამყვანის - გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს წერს. ყველაფერი 35 წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ ჩვეულებრივ, მშვიდ საღამოს წყვილმა ერთად ყოფნა გადაწყვიტა და სწორედ იმ დღეს დაიწყო წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო, რომელსაც თან ახლა დიდი ტკივილი...

ნათია ბანძელაძე:

- 35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო... იმავე საღამოს სულ რამდენიმე წუთშივე აღმოჩნდა რომ ყველაფერი -არაფერი ყოფილა ...და თურმე ყველა/ფერი საუკეთესო იმ დღიდან დაიწყო. დიდი ტკივილის მიუხედავად, ახლაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებს, წინ ლამაზად გაფერადებულ ფერად ფერად ნახატებად ვხედავ ჩვენს ერთად გავლილ წლებს!

ამ 35 -დან ცალკე ერთი ცხოვრება ვიცხოვრეთ ის ორ წელიწადზე მეტი როცა ბრძოლაში შევედით, როცა ერთმანეთს უსიტყვებოდ უფრო მეტს ვეუბნებოდით ვიდრე ოდესმე. ეს დრო ყველაზე მეტი იყო, ჩვენს თავგადასავალში - როცა სიჩუმეში ვამბობდით ყველაფერს, როცა უთქმელად გამოვხატავდით ერთმანეთისადმი მადლიერებას!!!

მე უდიდესი მეგობარი, საოცარი ადამიანი მყავდა ... მე სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით... მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ...