ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა" - ვოლსკი

"სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა" - ვოლსკი

არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. ზურაბიშვილის ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით - ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ ყურადღება ლატვიის პრეზიდენტის მიერ სანქციებთან საქართველოს მიერთების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მას ზურაბიშვილმა განგებ არ მიაწოდა ინფორმაცია. ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი შეიძლება შეფასდეს "როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანკში მყოფი პოლიტიკოსი“.

"მე არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. მისი ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული პრობლემებია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უკავშირდება და სერიოზული ბრალდებებიც წამოაყენა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ უერთდება. ეტყობა არ იცის, ან სალომე ზურაბიშვილმა განგებ არ ჩააყენა საქმის კურსში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების არანაირი ფაქტი არ გამოვლენილა და ამის შესახებ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომისიამ ილაპარაკა. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ესეც უნდა სცოდნოდა ზურაბიშვილისგან, რომ რუსეთისთვის ეს შესამჩნევი არ იქნება, ხოლო საქართველოს დაანგრევს ეკონომიკურად. ამის თაობაზე თუ ინფორმაცია არ მიაწოდა იმ ხელმძღვანელებს, ვისაც შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანკში მყოფი პოლიტიკოსი. ვფიქრობ, მას ანგარიში აქვს ჩასაბარებელი არა ნინო ლომჯარიასთან ან ქალ დეპუტატებთან, რომელთაც პატივს ვცემ, არამედ ხალხთან. მთავრობას თუ არ ესაუბრება, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.