ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება" - ლევან ხაბეიშვილი

"სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება" - ლევან ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტური ფიქციაა ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა იღებს მონაწილეობას პრეზიდენტთან შეხვედრებში, რათა მერე კითხვა არ დარჩეს, რომ იქნებ სადმე რამე არ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მას არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის იქამდე, სანამ არ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს და არ შეიწყალებს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

"სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება. ერთი ხელით ბიძინა ივანიშვილი რუსულ პარტიას ამოქმედებს, ისე როგორც მას სურს, მეორე ხელით, სალომე ზურაბიშვილი არაფერს გააკეთებს ისეთს, რამაც შეიძლება ავნოს ბიძინა ივანიშვილს ან შეიძლება არ უნდოდეს ბიძინა ივანიშვილს. ამისი ნათელი დადასტურებაა პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა, მოქალაქეობის შენარჩუნება ფარცხალაძისთვის. შესაბამისად, ყველა ჯერზე ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ არ მაქვს ამ ადამიანზე შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებელია და შესაბამისად, შეფასების დროსაც ვერ ვიქნები არაკრიტიკული. აქედან გამომდინარე, ყველა ასეთი საკითხი, იმპიჩმენტი და რაღაც მსგავსი, მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს და საქართველოს მოქალაქეებს არა. ეს შეხვედრებიც არ ვიცი, რას ემსახურება. ჩემთვის საინტერესო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენლობა იღებს მონაწილეობას, რომ მერე კითხვა არ დარჩეს, იქნებ სადმე რამე არ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტური ფიქციაა ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს. დამოუკიდებლობას მაშინ ვაღიარებ მისას, თუ ამას გააკეთებს. ჩვენი მხრიდან არა მარტო სალომე ზურაბიშვილთან, არამედ ჩვენს პარტნიორებთან და ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ცხადია, ვსაუბრობთ პუტინის ტყვეზე, პრეზიდენტ სააკაშვილზე და არ დაგვავიწყდეს, რომ ФСБ-ს აგენტი ფარცხალაძის წარმოებულია ის საქმე, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ არის. შესაბამისად, ცხადია, ყველასთან ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პუტინის ტყვეობასთან დაკავშირებით ვისაუბროთ და მითუმეტეს იმ ადამიანს, ვისაც ინსტრუმენტი აქვს, ყველა ჯერზე შევახსენებთ, რომ ეს ინსტრუმენტი არის გამოსაყენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ჩვენი ევროპული მომავლისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.