ავტორი:

ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეზე სუს- ში გამოკითხვაზე სერბეთის 3 მოქალაქე დაიბარეს - რას წარმოადგენს ორგანიზაცია "კანვასი", რომლის წევრებიც ისინი არიან?

ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეზე სუს- ში გამოკითხვაზე  სერბეთის 3 მოქალაქე დაიბარეს - რას წარმოადგენს ორგანიზაცია "კანვასი", რომლის წევრებიც ისინი არიან?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს სერბეთის 3 მოქალაქე. სუს - ის თანახმად, ისინი ჯგუფ "კანვასის" წევრები არიან. როგორც უწყებაში განაცხადეს, ისინი საქართველოში დროებით იმყოფებიან. უცნობია, სერბეთის მოქალაქეები გამოძიების ფარგლებში დაბარების გამო ჩამოვიდნენ საქართველოში, თუ სხვა მიზეზით.

ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უკვე მივიდნენ.

უწყებაში შესვლამდე მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

სერბეთის მოქალაქეები სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება "ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, ორგანიზაცია "კანვასი“ გამოიყენება.

"დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია "კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია "ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კანვასის" შტაბ-ბინა ბელგრადშია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი სრჯა პოპოვიჩია. "კანვასი" დაკავებულია არაძალადობრივი მეთოდებით საპროტესტო მოძრაობების კონსულტირებით.

იხილეთ ასევე: