ავტორი:

ბულინგის შემთხვევა იმერეთის სკოლაში: მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ - "ბასრი საგნით ხელის დასერვას სთხოვდნენ"

ბულინგის შემთხვევა იმერეთის სკოლაში: მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ - "ბასრი საგნით ხელის დასერვას სთხოვდნენ"

იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ. როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

"როგორც კი ზარი დაირეკება, საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენებამდე გადაისვი. არ იზამ და როგორც კი დრო მომეცება, დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ" - ამ შინაარსის წერილს უგზავნიდნენ მოსწავლეები თანატოლს.

არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდაცმველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის ჩაერთვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.