ავტორი:

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს

ხერსონში, რუსულმა ჯარებმა ქალაქ ბერისლავზე იერიში მიიტანეს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შესაბამისი განცხადება ბერისლავის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ლიტვინოვმა Telegram-ზე გააკეთა.

ამავე ცნობებით, ბერისლავზე მტრის თავდასხმის შემდეგ დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ასევე სახურავები, ავტოფარეხები და საცხოვრებელი კორპუსები.