ავტორი:

თავდაცვის მინისტრის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი კახეთში - პარლამენტის და მთავრობის ამღერებული წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

თავდაცვის მინისტრის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი კახეთში - პარლამენტის და მთავრობის ამღერებული წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

შაბათს, კახეთში, წინანდლის მამულში თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟის, დათუჩა ბურჭულაძის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ambebi.ge-ს მკითხველს წყვილის ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში გიყვებოდით.

დათუჩა ბურჭულაძის რჩეული ქართული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი წალენჯიხელი ზოზია ქარდავაა.

გრანდიოზულ ქორწილს, როგორც ქართული შოუბიზნესის, ისე პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა. საღამო მსახიობსა და ტელეწამყვან რუსკა მაყაშვილს მიყავდა, ხოლო სცენაზე იდგნენ თეატრალური კვარტეტი და ნატო მეტონიძე.

ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ, ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე, მომღერლები ბაბი კირკიტაძე და ნუცა ბუზალაძე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ მღერიან სცენაზე თეატრალური კვარტეტის ბიჭებთან ერთად დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. სცენაზე ნეფე-დედოფალს სიმღერა მიუძღვნა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ცოლმა, მაკუნა გამცემლიძემ.

რაც შეეხება ბურჭულაძეების მრავალშვილიან ოჯახს, თავდაცვის მინისტრი რვა შვილის მამაა. პოლიტიკოსის მეუღლე პიანისტია. წყვილმა ადრეულ ასაკში იქორწინა და პოლიტიკაში მოსული ბურჭულაძე უკვე მრავალშვილიანი მამა გახლდათ.

წაიკითხეთ ასევე: