ავტორი:

"გაქანებული "ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს - არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი" - კობახიძე თეა გოდოლაძეზე

"გაქანებული "ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს - არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი" - კობახიძე თეა გოდოლაძეზე

გაქანებული "ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის შესახებ განაცხადა. "იმედის კვირის“ ინფორმაციით, "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას გეგმავდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თეა გოდოლაძის მიზანი საზოგადოების დაზაფვრა იყო და ყველა მედიაში გზავნიდა პრესრელიზს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

"მახსოვს, თითქმის 1 წლის განმავლობაში ყოველდღე იდებოდა ასეთი ნიუსი მედიასაშუალებებში - "დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა“. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მიწისძვრა ყოველდღე ხდებოდეს ქვეყანაში. დავინტერესდი პირადად და რომ ჩავეძიე, გაირკვა, ამ ნიუსებს თურმე მედიასაშუალებებს თეა გოდოლაძე ადებინებს. მიზანი რა არის, რომ ადამიანი დაზაფრონ. დღეში საშუალოდ 150 ადამიანი კვდება. წარმოიდგინეთ ყოველდღე რომ დაიდოს ეს ნიუსი, რომ დღეს საქართველოში 150 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ხომ საზოგადოების დაზაფვრას იწვევს? იგივეა ზუსტად, როცა ასეთ ინფორმაციას ავრცელებ. ეს მხოლოდ ბოროტმოქმედმა შეიძლება გააკეთოს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ არის თურმე ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც თუ არ ვცდები, კვლევითი ინსტიტუტი ჰქვია, რომლის ხელმძღვანელი არის გაქანებული "ნაციონალი“, თეა გოდოლაძე. ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი. უბრალოდ, ბოროტმოქმედია თავისი ბუნებით“, - განაცხადა კობახიძემ.