ავტორი:

ჯეილო და აფლეკი პაპარაცებმა ისევ კამათისას გამოიჭირეს - ჯენიფერმა ბენს ყოფილ მეუღლესთან ჩახუტება არ აპატია?

ჯეილო და აფლეკი პაპარაცებმა ისევ კამათისას გამოიჭირეს - ჯენიფერმა ბენს ყოფილ მეუღლესთან ჩახუტება არ აპატია?

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პაპარაცებმა ერთმანეთთან კამათის დროს გამოიჭირეს. ლოს-ანჯელესში, მანქანების სადგომზე გადაღებულ ფოტოებში აფლეკი დაძაბული ეკამათებოდა ლოპესს.

საუბრის ერთ მომენტში, მომღერალი გაბრაზებული უყურებდა ქმარს, სანამ ის რაღაცას უხსნიდა. წყარო, რომელიც PageSix-ს ესაუბრა, აცხადებს, რომ წყვილის "საუბარში არაფერი იყო მწვავე" და რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა.

უცნობია, თუ რაზე მსჯელობდა ცოლ-ქმარი, თუმცა გამომცემლობა ვარაუდს გამოთქვამს, რომ ეს აფლეკის და მისი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ბოლო ფოტოებს უნდა შეეხებოდეს. პაპარაცებმა ყოფილი ცოლ-ქმარი ბენის მანქანაში ერთმანეთთან ჩახუტებისას დააფიქსირეს.

გარნერს და აფლეკს სამი საერთო შვილი ჰყავთ, სერაფინა, ვაიოლეტი და სამუელი. ისინი ერთმანეთს 2015 წელს დაცილდნენ და მას შემდეგ ცდილობენ, რომ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ. გარნერი ამჟამად ბიზნესმენ ჯონ მილერს ხვდება, ხოლო რაც შეეხება აფლეკს, მან ლოპესზე 2022 წლის ივლისში მეორედ იქორწინა.

წყარომ, რომელიც ბენთან დაახლოებული პირია, Daily mail-ს განუცხადა, რომ აფლეკი ლოპესთან ყოფნისას ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს: "დრამა და ქორწინების შემდგომი ემოციები დიდი ხანია გაქრა და ახლა ყველაფერი კარგად აქვთ",- აცხადებდა წყარო გამოცემასთან. მან ასევე დასძინა, რომ ჯეილო და გარნერი ერთმანეთთან მეგობრულად არიან და უხარიათ, რომ მათ შვილებს ერთმანეთი და-ძმასავით უყვართ.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა