ავტორი:

სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები აფხაზეთის დე ფაქტო. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბასთან, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერ ალან გაგლოევთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან.

უწყების განმარტებით, დღის წესრიგში შედის "ორმხრივი ურთიერთობების" აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

"ორმხრივი შეხვედრების დროს მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2024-2025 წლების კონსულტაციების გეგმებს ", - აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.