ავტორი:

ბულგარეთი ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას კრძალავს

ბულგარეთი ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას კრძალავს

ბულგარეთი დღის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას შეაჩერებს , - ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ხუთშაბათიდან გუშინდელ დღემდე. დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში რუსული ავტომობილების შემოსვლის აკრძალვა დაიწყება", - განაცხადა ზლატანოვამ.

შეგახსენებთ, რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა უკვე აკრძალა ბალტიის ყველა ქვეყანამ, ასევე პოლონეთმა, ფინეთმა და ნორვეგიამ. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად მიიღეს.