ავტორი:

"კიევის დაფინანსებაზე ვაშინგტონის უარი დროებითია, ამერიკა ამ კონფლიქტში ჩართულობას გააგრძელებს" - პესკოვი

"კიევის დაფინანსებაზე ვაშინგტონის უარი დროებითია, ამერიკა ამ კონფლიქტში ჩართულობას გააგრძელებს" - პესკოვი

კიევის დაფინანსებაზე ვაშინგტონის უარი დროებითია, შეერთებული შტატები კონფლიქტში უშუალოდ ჩართულობას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"აშკარაა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და, რა თქმა უნდა, ამერიკა გააგრძელებს ამ კონფლიქტში ჩართულობას, ფაქტობრივად, უშუალო ჩართულობას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ დროებით კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. “შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყვეტა.