ავტორი:

"ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, მძიმე მეტალებიც აქვთ, და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ასდის" - ალუდა ღუდუშაური

"ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, მძიმე მეტალებიც აქვთ, და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ასდის" - ალუდა ღუდუშაური

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების შესახებ კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასა და მმართველი პარტიის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს შორის დაიწყო.

თინა ბოკუჩავა კანონპროექტის ფორსირებულად მოსმენის გადადებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, ეს კანონპროექტი ე.წ. რუსულ კანონს ძალიან ჰგავს.

"ვითხოვ, რომ ასეთი ფორსირებული მოსმენა არ იყოს ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის. ერთი საათის წინ რომ ჩატარდა ბიურო, არ არის მიზანშეწონილი, რომ ასე ფორსირებულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი კანონის განხილვა, რომელიც, დიახ, არის ე.წ. რუსული კანონისნაირი. საზოგადოებას აუხსენით რატომ გეშინიათ პროტესტის, რატომ გეშინიათ მშვიდობიანი პროტესტის?!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას მმართველი გუნდიდან ალუდა ღუდუშაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მორალური პიედესტალიდან საუბარი არ გაუვა.

"აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, "ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, ესენი ყველანი დემენციით არიან შეპყრობილები, მძიმე მეტალები აქვთ, ყველაფერი აქვთ და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად ასდის. იმაზე რომ საუბრობდნენ, გვამის სუნი ასდისო, მას შემდეგ 2 წელია გრძელდება ხალხის შეურაცხყოფა. თუ ვინმეს პოლიტიკური გვამის სუნი ასდის, ასდის "ნაციონალურ მოძრაობას“, ამათი არავის ეშინია. თინა არის "ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე. თავისუფალიაო, რომ ამბობენ, ხომ იცით რაც, იგივეა ესეც. გაიარა, გამოიარა, ხუთი კარები აქვს, ორი კარები აქვს წავიდეს, წამოვიდეს, ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ თინას მორალური პიედესტალიდან ვასაუბროთ რაღაცები. სირცხვილია ადამიანი ხალხის სახელით გვესაუბრებოდეს, რომელიც არის სახე იმ რეჟიმის, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ტკბობაში იყვნენ. მორალი წაუკითხოს საკუთარ პარტიაში ვაშაძეებს და სხვებს და იმას, ორი წელია ხან ქართული რომ ავიწყდება და ხან ფრანგული. მონებზე საუბარი არ გაგივათ. უნდა ვიყოთ მშვიდად, ეს "ფარჩაკი", ხალხის მწამებელი პარტია ვერასდროს ეღირსება ხელისუფლებაში მოსვლას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.