ავტორი:

გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ანი ნოზაძე - ის რამდენიმე თვის წინ The Voice-ის კონკურსანტი იყო

გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ანი ნოზაძე - ის რამდენიმე თვის წინ The Voice-ის კონკურსანტი იყო

გარდაიცვალა მომღერალი ანი ნოზაძე. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.

ანი წარსულში მუსიკალური კონკურსის, The Voice-ის მონაწილე იყო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გოგონა "ვოისში" ე.წ. რინგის ტურის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და ის იშემიური ინსულტის დიაგნოზით მოხვდა საავადმყოფოში.

ეს შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. ანი ნოზაძე მარნეულელი იყო.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ის საავადმყოფოში ჯერ საქართველოში, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. შემდეგ კი საზღვარგარეთ, სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებდა მკურნალობას. სამწუხაროდ ანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ის საზღვარგარეთ დაიღუპა. ანი ნოზაძე 21 წლის იყო.