ავტორი:

რომის პაპი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევის წინადადებას განიხილავს

რომის პაპი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კურთხევის წინადადებას განიხილავს

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას განიხილავს. კარდინალების ჯგუფმა მას საკითხთან დაკავშირებით უფრო ცხადი პასუხის გაცემა სთხოვა, რაზეც ფრანცისკემ უპასუხა, რომ კურთხევის ნებისმიერი მოთხოვნა "პასტორალური კეთილშობილებით" უნდა განიხილებოდეს.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოსამართლეებივით, რომლებიც მხოლოდ უარყოფენ, განკიცხავენ და განაგდებენ".

პაპმა დასძინა, რომ ეკლესია ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კვლავ "ობიექტურად ცოდვად" აღიარებს, თუმცა გამონაკლისებს განიხილავს.

მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბელგიასა და გერმანიაში, მღვდლებს უკვე აქვთ უფლება, ერთსქესიანი ქორწინებისას წყვილი აკურთხონ, მაგრამ ეკლესიის იერარქიის უმაღლესი წარმომადგენლების პოზიცია, დღემდე გაურკვეველი რჩება.

კურთხევის თხოვნაზე საპასუხოდ, რომის პაპმა თქვა, რომ ეკლესიას ესმის, რომ ქორწინება არის "ექსკლუზიური, სტაბილური და განუყოფელი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" და უნდა მოერიდოს "ნებისმიერი სახის რიტუალს, რომელიც შესაძლოა ამ რწმენას ეწინააღმდეგებოდეს", მაგრამ ფრანცისკეს აზრით, დახმარებაზე უარის თქმა, არაქრისტიანულია.

პაპმა ფრანცისკემ მიანიშნა, რომ კურთხევის თხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს:

"გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა პასტორალური წინდახედულობის ნაწილი იყოს, არაა აუცილებელი ნორმად იქცეს. კანონიკური სამართალი შეუძლებელია მოიცავდეს ყველაფერს",- დასძინა მან.

პაპის თქმით, ეკლესია ადამიანებთან ურთიერთობას "ყოველთვის სიკეთით, მოთმინებით, გაგებით, ნაზად და გამამხნევებლად უნდა მოეკიდოს".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა