ავტორი:

დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის სავარაუდო თაღლითობის საქმე - ტრამპებს შესაძლოა,  250 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისროთ

დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის სავარაუდო თაღლითობის საქმე - ტრამპებს შესაძლოა,  250 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისროთ

თაღლითობაში მონაწილეობის საქმეზე ნიუ იორკის მანჰეტენის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმის მოსმენა გაიმართა.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად დონალდ ტრამპიც.

განხილვის დაწყებამდე ყოფილმა პრეზიდენტმა მოსამართლე და პროკურორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

როგორც BBC წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა დონალდ ტრამპის ბიზნეს-იმპერიას დიდი ზარალი მიაყენოს.

ექსპრეზიდენტს და მის სამ შვილს, თაღლითობაში ბრალს სდებენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპებს 250 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა და ნიუ-იორკში ბიზნესის წარმოების აკრძალვა ემუქრებათ.

ტრამპების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მიხედვით, საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით 10 წლის განმავლობაში ისინი კრედიტორებს ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.