ავტორი:

Blue და SPARKS ნოსტალგიას აბრუნებს: ქართველ მსმენელს ჯადოსნური ღამე ელის

Blue და SPARKS ნოსტალგიას აბრუნებს: ქართველ მსმენელს ჯადოსნური ღამე ელის

21 ოქტომბერი დიდი ხნის ნანატრი დღე იქნება მუსიკისა და ნოსტალგიის მოყვარულთათვის, რადგან ბრიტანული ჯგუფი Blue და SPARKS ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნას თბილისის ფაბრიკის სცენაზე აპირებენ. ეს ღონისძიება 2000-იან წლებში გამოგზაურებთ და ნოსტალგიურ მოგონებებს გააღვიძებს.

Blue, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფია, რომელიც ცნობილია ჰიტებით: "Sorry Seems to Be the Hardest Word", "One Love" და "All Rise". ამ სიმღერებმა შთააგონა და მილიონობით თაყვანისმცემლის გული მოიგო, მთელს მსოფლიოში.

Blue ასევე ცნობილია თავისი თანამშრომლობით მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ელტონ ჯონი და სტივი უანდერი.

ივენთს მასპინძლობას Tato Rusia გაუწევს. Hotsale.ge, დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში, ამ ღონისძიების პარტნიორია და სტუმრებს უამრავ სიურპრიზს უმზადებს.

21 ოქტომბერს, Factory Tbilisi ში მისულ სტუმრებს არა მხოლოდ კონცერტი, არამედ წარმოუდგენელი მუსიკალური მოგზაურობა ელოდება.

არ გამოტოვოთ შანსი გახდეთ მუსიკალური ისტორიის ნაწილი და შეიგრძნოთ ყველაზე ჯადოსნური ღამე თბილისში. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია და ეს ღონისძიება 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი!

20:00 - Doors Open

21:00 - Tato Rusia

23:30 - BLUE

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

ლოკაცია: Factory Tbilisi

ბილეთის ფასი - 60 ლარიდან იწყება

R