ავტორი:

"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ჩვენ განვიხილავთ მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას" - ასლან ბჟანია

"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ჩვენ განვიხილავთ მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას" - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები, გარდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა, "პრაგმატულები არიან“.

ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ სააგენტო Tass-სთან საუბრისას, ჟენევის უსაფრთხოების დისკუსიების პერსპექტივასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"პრეზიდენტს თუ უგულებელვყოფთ, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატისტები არიან, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიას შეიძლება რაღაც მოჰყვეს.

ვფიქრობ, ისინი ხვდებიან, რომ მშვიდობა არის წინაპირობაა როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარებისთვის", - განაცხადა მან.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".

"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ჩვენ განვიხილავთ მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მოგვიანებით“, - დასძინა მან.

წყარო